Wednesday, December 12, 2018
ნამდვილი ჰელოუნის ისტორია
ჰელოვენის დღესასწაული ზამთრის დადგომას უკავშირდება და მისი ფესვები ირლანდიასა და შოტლანდიაშია დამარხული.ირლანდიაში ამ დღესასწაულს "სამჰაინი" ჰქვია და 31 ოქტომბრის ღამეს და 1 ნოემბრის დღეს აღინიშნება.ამ ღამეს ანთებენ კოცონს გაწმენდისთვის და ავი სულების განსადევნად, შლიან სარიტუალო სუფრას მიცვალებულებულთა სულებისათვის.
835 წლიდან რომის პაპის გრიგოლ მე-4-ის მიერ წმინდანთა დღედ 1 ნოემბერი დაწესდა.2 ნოემბერს კი მიცვალებულთა დღეს აღნიშნავენ.ჰელოვენი სინამდვილეში "ყოველთა წმინდათა ღამეს" ნიშნავს.
ქალბატონი ირინას თქმით ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ბავშვების უცნაურად შემოსვასაც აქვს მიზეზი და პატარების მიცვალებულების და ჩონჩხის ფორმის ტანსაცმლით შემოსვასაც ირლანდიური მძიმე ისტორია უდევს საფუძვლად."სანამ ამერიკისკენ დიდი მიგრაცია დაიწყებოდა, ირლანდიას საშინელმა შიმშილმა და სიკვდილიანობამ გადაუარა.მილიონობით ადამიანი, მათ შორის უამრავი ბავშვი დაიღუპა მე-19 საუკუნის შუა წლებში დროჰედას გზაზე, საიდანაც გემები გადიოდნენ ამერიკისკენ.სწორედ ამ შიმშლობამ გამოიწვია ამერიკაში მიგრაცია.ვინც გადარჩა და დასახლდა ამერიკაში, სწორედ მათ დაამკვიდრეს იქ ეს ჰელოვენის ტრადიციაც.ძველ ტრადიციას დაამატეს გოგრაც (რომელიც უხვად მოიწიეს ამერიკის მიწაზე) და ათასგვარი თხილეული (სიუხვისა და ნაყოფიერების სიმბოლო).ასევე დაამატეს კოსტუმები, როგორც ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა.სწორედ ამიტომ აღიჭურვება დიდი და პატარა მიცვალებულის ფორმით და ზეიმობს, რომ გადაურჩა შიმშილით სიკვდილს და ასე დასცინის თვითონ სიკვდილს.
რაც შეეხება გოგრას, ირლანდიაში ის არ მოდის და თავდაპირველად ამ დღესასწაულისთვის თალგამს იყენებდნენ.ანთებდნენ მის შიგნით სანთლებს, აწყობდნენ ფანჯრებში და ასე აფრთხობდნენ ავ სულებს.თალგამი გოგრით ამერიკაში ჩაანაცვლეს...
მოკლედ, ასეთი დღესასწაული ყოფილა ჰალოვენი, ირლანდიელებისთვის ძალიან ახლობელი, სხვებისთვის-შინაარსსმოკლებული და უინტერესო.ამიტომ, ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყნის ტრადიციის საკუთარ ქვეყანაში დამკვიდრების მცდელობა უაზრობაა და სჯობს საკუთარი ტრადიციებით და დღესასწაულებით დავკავდეთ.რადგან სხვისი ტრადიცია ისეთი მნიშვნელობის და დატვირთვის მაინც ვერასდროს ვერ გახდება ჩვენთან, როგორიც მის სამშობლოშია.ჰალოვინის ადგილი საქართველოში ნამდვილად არაა და ბავშვების მახინჯი ფორმებით გამოწყობა ჩვენთვის ნამდვილად არაა საჭირო.
Tuesday, December 11, 2018
ეს არის ახალი პოსტი პანდების შესახებ
პატარა პანდა
პატარა პანდა (ლათ. Ailurus fulgens) — ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 51-64 სმ, მასა 3-4,5 კგ აღწევს. გავრცელებულია ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ბირმისა და ნეპალის ჩრდილოეთით. აქტიურია ღამით, დღისით ხის ფუღუროში სძინავს. იკვებება ყლორტებით, ბალახით, ფესვებით, ხილით, თესლით, ზოგჯერ — ფრინველებით, მათი კვერცხებით, წვრილი მღრღნელებით. ტყვეობას ადვილად იტანს.
პოპულაციის სავარაუდო რაოდენობა ბუნებაში: უცნობია, მაგრამ მათი რაოდენობა, როგორც ჩანს, შობადობის დაბალი მაჩვენებლისა და ადამიანის ჩარევის გამო კლებულობს. ძირითადი საშიშროებები: საძოვრების გაფართოება, მთის ბამბუკის ტყეების განადგურება და უკანონოდ ნადირობა.
ეს არის ახალი პოსტი პიცის რეცეპტის შესახებ
ალბათ პიცა ყველასათვის საყვარელი საკვებია, მაგრამ ზოგს შეიძლება გემრიელი პიცა არ გამოსდის. ამიტომ მე გასწავლით რეცეპტს, რომლითაც თქვენი პიცა უგემრიელესი გამოვა და აღარ მოგიწევთ პიცის მირთმევა გამოძახებით. ეს რეცეპტი თვითონ მოვიგონე და მერწმუნეთ უგემრიელესია, ბევრჯერ მაქვს დაგემოვნებული.
საჭირო პროდუქტები:
- ძეხვი ( უმჯობესია მოხარშული ხბოს ან ქათმის ხორცი );
- ყველი ( უმჯობესია უმარილო );
- ტომატის პასტა;
- პომიდორი
- ხახვი;
- მწვანილი ( ოხრახუში და რეჰანი );
- პილპილი;
- ბულგარული ( წითელიც და მწვანეც );
- მაიონეზი;
- წიწაკა;
- მარილი.
მომზადების წესი:
ცომი გავაბრტყელოთ ზეთწასმულ ტაფაზე რაც შეიძლება თხლად, ზემოდან წავუსვათ ტომატის პასტა ( ძალიან თხელი არ უნდა იყოს ). პომიდორი დავჭრათ რაც შეიძლება თხლად და დავალაგოთ ზემოდან. ამის შემდეგ, ძეხვი დავჭრათ პატარა კუბიკებად, ხოლო თუ ძეხვის მაგივრად ვიხმართ მოხარშულ ხბოს ან ქათმის ხორცს, მაშინ დავჩლითოთ და მოვაყაროთ პიცის ცომს. გავხეხოთ ყველი და მოვაყაროთ. შემდეგ ხავხი, პილპილი და ბულგარული დავჭრათ ძალიან თხლად და მოვაყაროთ ცომს. ასევე დავჭრათ მწვანილებიც ( ეცადეთ წვრილად იყოს დაჭრილი ) და მოვაყაროთ. ამის შემდეგ, მაიონეზს თავი მოვაჭრათ ძალიან პატარაზე და მოვასხათ ცომს. ზოგ მაიონეზს აქვს თავისი გასახსნელები, მაგრამ იმ გასახსნელიდან არ მოასხათ, რადგან სქელი გამოვა. ბოლოს მოაყარეთ წიწაკა ( შავიც შეიძლება და წითელიც, მაგრამ მე წითლით ვაკეთებ ხოლმე, უფრო გემრიელი მეჩვენება) თქვენ თუ გინდათ, ათქვეფილი კვერცხიც მოასხით თავზე და დაჭრილი ზეთისხილიც მოაყარეთ, მაგრამ პირადად მე კვერცხიანი და ზეთისხილიანი პიცა არ მომწონს.
იმედია ჩემი პიცასავით გემრიელი გამოგივათ. წარმატებები!
ეს არის ახალი პოსტი პეპლების შესახებ
დედამიწაზე პირველი პეპელა 200 მილიონი წლის წინ გაჩნდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ყვავილები არ არსებობდა. ამის შესახებ განაცხადეს მეცნიერებმა, რომლებმაც წიაღისეულის ნალექის ნიმუშში სულ მცირე 7 სახეობის პეპელა აღმოაჩინეს. კვლევას The Guardian-ი აქვეყნებს.
მანამდე პალეონტოლოგებს მიაჩნდათ, რომ ყვავილები და პეპლები დედამიწაზე ერთდროულად წარმოიქმნენ.
"ჩვენი აღმოჩენა აჩვენებს, რომ პეპლები 70 მილიონი წლით ადრე წარმოიქმნენ, ვიდრე მანამდე მიგვაჩნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ დედამიწაზე მათი გამოჩენა აუცილებლად ყვავილებთან დაკავშირებული არ იყო", - აცხადებს ნიდერლანდების უნივერსიტეტის მეცნიერი ბას ვან დე სხოტბიურგე.
პალეონტოლოგების თქმით, ადრინდელი პეპელა დღევანდელ ჩრჩილს ჩამოჰგავდა.
გასული წლის აგვისტოში, ბიოლოგებმა ყვავილოვანი მცენარეების ევოლუციის ისტორია გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ დედამიწის პირველ ყვავილებს ყველაზე მეტად დღეს თეთრი შროშანი ჰგავს.
ეს არის ჩემი პირველი პოსტი ბლოგზე
ეს ბლოგი განსაკუთრებულია ადამიანებისთვის, რომელსაც უყვართ სამზარეულოში ფუსფუსი და სხვადასხვა ტიპის ტკბილეულის მომზადება
მე შევეცდები წარმოგიდგინოთ საკუთარი გამოცდილებით შექმნილი ტკბილეული
Subscribe to:
Posts (Atom)