Wednesday, December 12, 2018

ნამდვილი ჰელოუნის ისტორია

ჰელოვენის დღესასწაული ზამთრის დადგომას უკავშირდება და მისი ფესვები ირლანდიასა და შოტლანდიაშია დამარხული.ირლანდიაში ამ დღესასწაულს "სამჰაინი" ჰქვია და 31 ოქტომბრის ღამეს და 1 ნოემბრის დღეს აღინიშნება.ამ ღამეს ანთებენ კოცონს გაწმენდისთვის და ავი სულების განსადევნად, შლიან სარიტუალო სუფრას მიცვალებულებულთა სულებისათვის.

835 წლიდან რომის პაპის გრიგოლ მე-4-ის მიერ წმინდანთა დღედ 1 ნოემბერი დაწესდა.2 ნოემბერს კი მიცვალებულთა დღეს აღნიშნავენ.ჰელოვენი სინამდვილეში "ყოველთა წმინდათა ღამეს" ნიშნავს.


ქალბატონი ირინას თქმით ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ბავშვების უცნაურად შემოსვასაც აქვს მიზეზი და პატარების მიცვალებულების და ჩონჩხის ფორმის ტანსაცმლით შემოსვასაც ირლანდიური მძიმე ისტორია უდევს საფუძვლად."სანამ ამერიკისკენ დიდი მიგრაცია დაიწყებოდა, ირლანდიას საშინელმა შიმშილმა და სიკვდილიანობამ გადაუარა.მილიონობით ადამიანი, მათ შორის უამრავი ბავშვი დაიღუპა მე-19 საუკუნის შუა წლებში დროჰედას გზაზე, საიდანაც გემები გადიოდნენ ამერიკისკენ.სწორედ ამ შიმშლობამ გამოიწვია ამერიკაში მიგრაცია.ვინც გადარჩა და დასახლდა ამერიკაში, სწორედ მათ დაამკვიდრეს იქ ეს ჰელოვენის ტრადიციაც.ძველ ტრადიციას დაამატეს გოგრაც (რომელიც უხვად მოიწიეს ამერიკის მიწაზე) და ათასგვარი თხილეული (სიუხვისა და ნაყოფიერების სიმბოლო).ასევე დაამატეს კოსტუმები, როგორც ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა.სწორედ ამიტომ აღიჭურვება დიდი და პატარა მიცვალებულის ფორმით და ზეიმობს, რომ გადაურჩა შიმშილით სიკვდილს და ასე დასცინის თვითონ სიკვდილს.

რაც შეეხება გოგრას, ირლანდიაში ის არ მოდის და თავდაპირველად ამ დღესასწაულისთვის თალგამს იყენებდნენ.ანთებდნენ მის შიგნით სანთლებს, აწყობდნენ ფანჯრებში და ასე აფრთხობდნენ ავ სულებს.თალგამი გოგრით ამერიკაში ჩაანაცვლეს...

მოკლედ, ასეთი დღესასწაული ყოფილა ჰალოვენი, ირლანდიელებისთვის ძალიან ახლობელი, სხვებისთვის-შინაარსსმოკლებული და უინტერესო.ამიტომ, ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყნის ტრადიციის საკუთარ ქვეყანაში დამკვიდრების მცდელობა უაზრობაა და სჯობს საკუთარი ტრადიციებით და დღესასწაულებით დავკავდეთ.რადგან სხვისი ტრადიცია ისეთი მნიშვნელობის და დატვირთვის მაინც ვერასდროს ვერ გახდება ჩვენთან, როგორიც მის სამშობლოშია.ჰალოვინის ადგილი საქართველოში ნამდვილად არაა და ბავშვების მახინჯი ფორმებით გამოწყობა ჩვენთვის ნამდვილად არაა საჭირო.

No comments:

Post a Comment