დედამიწაზე პირველი პეპელა 200 მილიონი წლის წინ გაჩნდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ყვავილები არ არსებობდა. ამის შესახებ განაცხადეს მეცნიერებმა, რომლებმაც წიაღისეულის ნალექის ნიმუშში სულ მცირე 7 სახეობის პეპელა აღმოაჩინეს. კვლევას The Guardian-ი აქვეყნებს.
მანამდე პალეონტოლოგებს მიაჩნდათ, რომ ყვავილები და პეპლები დედამიწაზე ერთდროულად წარმოიქმნენ.
"ჩვენი აღმოჩენა აჩვენებს, რომ პეპლები 70 მილიონი წლით ადრე წარმოიქმნენ, ვიდრე მანამდე მიგვაჩნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ დედამიწაზე მათი გამოჩენა აუცილებლად ყვავილებთან დაკავშირებული არ იყო", - აცხადებს ნიდერლანდების უნივერსიტეტის მეცნიერი ბას ვან დე სხოტბიურგე.
პალეონტოლოგების თქმით, ადრინდელი პეპელა დღევანდელ ჩრჩილს ჩამოჰგავდა.
გასული წლის აგვისტოში, ბიოლოგებმა ყვავილოვანი მცენარეების ევოლუციის ისტორია გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ დედამიწის პირველ ყვავილებს ყველაზე მეტად დღეს თეთრი შროშანი ჰგავს.

No comments:
Post a Comment